მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსული თვითმფრინავი ჯაკარტაში საჩვენებელი რეისის შესრულებისას რადარებიდან გაქრა

რუსული თვითმფრინავი Superjet-100, რომელიც ჯაკარტაში საჩვენებელ რეისს ასრულებდა, რადარებიდან გაქრა. რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 44 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 8 რუსეთის მოქალაქეა, ხოლო 36 - სხვადასხვა ქვეყნის. 
Superjet-100 თავისი ისტორიის მანძილზე პირველ დემონსტრაციულ ტურს აზიის 6 ქვეყანაში ახორციელებდა. 
ამ დროისთვის თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებს უამინდობა ართულებს.
იმ ადგილას, სადაც თვითმფრინავის ჩამოვარდნას ვარაუდობენ, დასახლებული პუნქტებია, თუმცა მოსახლეობა ავიაკატასტროფის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
თავდაპირველად, ინდონეზიის ავიაციის წარმომადგენელებმა თვითმფრინავის გატაცების ვერსიაც არ გამორიცხეს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები