მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსული მედია ისრაელი-საქართველოს ურთიერთობის შესახებ

რუსული ინტერნეტგამოცემა 'აკსაკალი', სათაურით 'როგორ დაუმეგობრდეს საქართველო ისრა­ელს', საქართველო-ისრაელის ურთიერთობის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

'საქართველომ, მართალია, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც აღიარა საკუთარი შეცდომა, როდე­საც ორი ებრაელი ბიზნესმენი რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი გაასამართლა. განაჩენის გამოტა­ნამ იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც საქართველოში 20 წლის განმავლობაში აქტიურად ახორცი­ელებდნენ ინვესტირებას, დარტყმა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მიაყენა,' - ნათქვამია სტატიაში.

მასალის თანახმად, ისრაელს არცთუ ძალიან მოეწონა საქართველოს ბრძოლა მექრთამეობასთან. ბიზნესმენებისთვის განაჩენის გამოტანა სულაც არ ჰგავდა ისრაელური ინვესტიციებისთვის მად­ლიერების გამოხატვას.

'საინტერესოა, რომ ვიდრე ქართული ეკონომიკის ინვესტორები სასჯელს იხდიან, საქართველო ისრაელს მეგობრულად განწყობილ ქვეყნად მიიჩნევს. ამის მიუხედავად, ისრაელმა საქართველო­ში თავისი საელჩო გაურკვეველი ვადით დახურა. ორ ქვეყანას შორის ბიზნეს და სამხედრო თანამ­შრომლობას ობობის ქსელით დაფარვა დაემუქრა, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა მაინც იპო­ვეს პატარა წერტილი თბილისისა და თელ-ავივის ურთიერთობების გამოსასწორებლად. ისრაელს პალესტინის ავტონომიის სუვერენიტეტის საკითხში ნებისმიერი მხარდაჭერა სჭირდება და შესაძ­ლოა, საქართველომ ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯი გადადგას. თუმცა, მანამდე კარგი იქნებოდა, ქარ­თულ მხარეს ებრაელი ბიზნესმენები გაეთავისუფლებინა,' - ნათქვამია სტატიაში.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები