მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსულ პოლიტიკურ ელიტაში აზრი ორად იყოფა

პუტინის კრემლში დაბრუნების საკითზე რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში აზრი ორად იყოფა. 'როიტერის' ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც , მოქმედი პრემიერი პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას აპირებს, გამოხმაურებებს 'ეხო მასკვი' აქვეყნებს. 'ედინაია რასიას' დეპუტატი სტანისლავ გავარუხინი ამბობს, რომ თუ ორიდან ერთი უნდა აირჩიონ, პუტინს ემხრობა. 
'გაიხსენეთ რუსეთი 1999 წელს და, მაგალითად, 2007 წელს. პუტინმა ძალიან ბევრი გააკეთა', - აცხადებს გავარუხინი. 
რუსეთის სათათბიროს კიდევ ერთი დეპუტატი ბორის ნემცოვი ფიქრობს, რომ პუტინის კრემლში დაბრუნება ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი სცენარია.
'ეს არის ნგრევის, კორუფციის, კაპიტალის გადინების, უამრავი ადამიანის გაღატაკების და მისი გარემოცვის გამდიდრების გზა. ქვეყნის პატრიოტები უნდა გავერთიანდეთ, რომ ეს არ დავუშვათ. რაც შეეხება მედვედევს, მას დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ვერ ჩავთვლით. მას არც ერთი დამოუკიდებელი ნაბიჯი არ გადაუდგამს. პუტინის გაპრეზიდენტების სურვილი სამწუხარო ახალი ამბავია. როგორც ჩანს, ის არავის ენდობა. ქვეყნის ლუკაშევიზაცია მოხდება. ეს დიდი საფრთხეა', - აღნიშნავს ნემცოვი.
სათათბიროს დეპუტატი და პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი პუტინის და მედვედევის გუნდის მხარესაა. 
'ჩვენ ვაღიარებთ ამ პოლიტიკურ გუნდს. 'როიტერში' გამოქვეყნებული წერილის მიზანი ჩვენი ორ გუნდად გაყოფაა. მართალია, ორივეს არ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი, მაგრამ მათ არჩვენებზე ერთიანი გუნდით წასვლა შეუძლიათ. ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტი არ არის. 'ედინაია რასია' დიდი გუნდია. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს სასულთნოა, სადაც გადაწყვეტილებებს მხოლოდ ორი ადამიანი იღებს', - აღნიშნავს მარკოვი. 
'როიტერმა' კრემლთან დაახლოებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გუშინ გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმადაც პუტინი კრემლში დაბრუნებას აპირებს და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრისთვის ემზადება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები