მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუს რესპონდენტთა 52,4% საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების წინააღმდეგია

რუს რესპონდენტთა ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი არ უნდა გააუქმოს. ამგვარი შედეგი აჩვენა რუსული ინტერნეტგაზეთის - 'ვზგლიადის' ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვამ. 
ვებგვერდი გამოკითხვას ასეთი კითხვით ატარებს: საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა. ღირს თუ არა, საპასუხოდ რუსეთმაც გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები? კითხვას უკვე 11 774-მა ადამიანმა უპასუხა. 
პასუხები ასე განაწილდა: დიახ, დაუყოვნებლივ - 16,3%; დიახ, მაგრამ მხოლოდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ - 31,3%; არა - 52,4%.
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ გამოაცხადა. რუსულმა მხარემ ანალოგიური გადაწყვეტილების პირობად 'ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის' შეცვლა დაასახელა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები