მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სააგენტო ‘’რეგნუმი': ლუკაშენკომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ტუვალუ ამჯობინა

''ლუკაშენკომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ტუვალუ ამჯობინა' - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული სააგენტო ''რეგნუმი', რომლის ცნობითაც, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.

''ლუკაშენკომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ტუვალუ ამჯობინა' - წერს საინფორმაციო სააგენტო და გულისწყრომას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ლუკაშენკო ამ დრომდე ჯიუტად იკავებს თავს  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებისგან.

''ბელორუსისგან განსხვავებით, 2011 წლის სექტემბერში ტუვალუმ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ოქტომბერში კი რუსეთთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები' - შეგვახსენებს ''რეგნუმი'.

მისი ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკო 2008 წელს დაპირდა მოსკოვს, რომ აღიარებდა მარიონეტულ რეჟიმებს და რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ბელორუსის პრეზიდენტის კომპეტენციაა.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები