მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საავადმყოფოს შენობიდან გამოსახლებული დევნილები კარვების გაშლას განსახლების სამინისტროს ეზოში გეგმავენ

ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობიდან გამოსახლებული დევნილები კარვების გაშლას განსახლების სამინისტროს ეზოში აპირებენ. როგორც დევნილები აცხადებენ, ისინი უარს ამბობენ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართებზე დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აბაშის და ჩხოროწყუს რაიონებში. მათი განცხადებით, სთავაზობენ მხოლოდ საცხოვრებელს, სადაც არანაირი საარსებო წყარო არ არის, არ არის მიწის ნაკვეთები. შესაბამისად ისინი უარს ამბობენ ამ შეთავაზებაზე. როგორც გამოსახლებული დევნილები აცხადებენ, საკუთარი ნივთები ნათესავებთან გადააქვთ და სამინისტროს ეზოში კარვების გაშლას აპირებენ.
ყაზბეგის გამზირზე მდებარე ყოფილი ინფექციურის შენობიდან სულ აფხაზეთიდან დევნილი 16 ოჯახი გამოასახლეს. აღნიშნული შენობა 2010 წლის ბოლოს „ავერსმა' იყიდა, რის შემდეგაც დევნილებს აფრთხილებდნენ, რომ შენობა დაეცალათ.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები