მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სააკაშვილის 'ღიმილიანი საქართველოს' ფარგლებში უკბილოდ დარჩენილ მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრი ახალი მიხედავს

ახალი მთავრობის შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მინისტრობის კანდიდატის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 'საპრეზიდენტო პროგრამა 'ღიმილიანი საქართველოს' ფარგლებში უკბილოდ დარჩენილი ადამიანები უყურადღებოდ არ დარჩებიან'.

საქმე იმაშია, რომ საპრეზიდენტო პროექტი 'ღიმილიანი საქართველო' ჭიათურაში დაგეგმილზე ადრე დასრულდა. 

ტელეკომპანია 'მეცხრე არხის' ინფორმაციით, პროექტის შეწყვეტის გამო  ადგილობრივები კბილების გარეშე დარჩნენ და კბილების უფასოდ ჩასმა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მოასწრო. 

'15 კბილი ამომიღეს ერთ დღეს და დამტოვეს უკბილოდ. ჩემი მაინც დაეტოვებინათ', -  აცხადებს ჭიათურელი დარიკო თაბაგარი. 

მიუხედავად იმისა, რომ რომ ეს პრეზიდენტის პროგრამა იყო, პრეზიდენტი კი საქართველოში არ შეცვლილა, „ღიმილიანი საქართველოს' ხელმძღვანელი პროექტის შეჩერებას მთავრობის შეცვლას უკავშირებს. 

',არჩევნების შემდეგ ცვლილებები მოხდა და პროექტიც დროებით შეჩერდა. ახალი მთავრობის სხდომა უნდა შეიკრიბოს და მდგომარეობა დალაგდეს. შემდგომ უკვე ჯანდაცვის ახალი მინისტრი გაეცნობა ამ პროექტს და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის გაგრძელებაში დამეხმარება', - აცხადებს 'ღიმილიანი საქართველოს' ხელმძღვანელი ნუცა ზურაბიანი.

თავის მხრივ, 'პირWელი' კომენტარისთვის ახალი მთავრობის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ 'პროექტში მონაწილე ადამიანები უყურადღებოდ არ დარჩებიან, თუმცა როგორ და რა დოზით მოხდება მათი დახმარება, ჯერ არ იცის'.

'ჯანდაცვის სამინისტროში არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით, გუშინ პირველი შეხვედრა უკვე მქონდა. დღეს მეორე შეხვედრა მექნება. ვცდილობ, იქ არსებულ სიტუაციას გავეცნო. 2013 წლის ბიუჯეტი სამინისტროს უკვე დაგეგმილი ჰქონდა, მაგრამ იქ ცვლილებების შეტანა სავარაუდოდ, მოგვიწევს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პრიორიტეტები ექნება ახალ მთავრობას. თუმცა რაც არ უნდა იყოს, ამ ადამიანების უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლება და ისინი უყურადღებოდ არც დარჩებიან. ამ პროექტის ავტორს აუცილებლად შევხვდები და დეტალურად გავეცნობი ყველაფერს', - განუცხადა 'პირWელს' გამყრელიძემ.

ცნობისთვის, პროექტ ,,ღიმილიანი საქართველოს,, ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზაფხულში გააჟღერა და ის 2012 წლის ბოლომდე  უნდა გაგრძელებულიყო.

'მინდა ყველა ასაკოვანი ადამიანი იღიმებოდეს... ახალმა პროგრამამ 'ღიმილიანი საქართველო' ყველა ქალაქი და სოფელი უნდა მოიცვას. თავის მხრივ, ეს პროგრამა დარგის განვითარებასაც შეუწყობს ხელს', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პირWელი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები