მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სააკაშვილი მისი გადადგომის მოთხოვნას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ სურს ახალმა მთავრობამ 'კისერი წაიტეხოს'. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა პირველ რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

'არ მინდა, რომ ახალმა მთავრობამ კისერი წაიტეხოს. ამიტომ ვურჩევ მათ გაითვალისწინონ საქართველოს ისტორიის უახლოესი წარსული. ეს რჩევა ხელისუფლებას საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგიდან მისცა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აქციები რეგიონებში თუ დედაქალაქში, მათ შორის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სახელისუფლო გუნდიდან იმართება. 

'აქციები, მათ შორის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მთავრობის დაკვეთით იმართება. მე ვიცი ერთადერთი მთავრობა და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისში, რომელიც ოპოზიციას უწყობდა აქციებს და ისიც ვიცი როგორ დაასრულა ამ მთავრობამ. საქართველოში ერთი და იგივე ციკლზე ვბრუნდებით 20 წელიწადში ერთხელ. მე არ მინდა რომ სწრაფად წაიტეხონ კისერი ან ძალიან ტრაგიკულად დაასრულონ. მსურს, რომ რაღაც მაინც გააკეთონ ხალხისთვის, მინიმუმ არ დააზარალონ არსებული სიტუაცია და ჩაჯდნენ კონსტიტუციურ ვადაში, თუმცა ამავე დროს მე მინდა მათ გაითვალისწინონ ის მწარე ისტორიული გამოცდილება, რომელიც აქვს საქართველოს. მე არ ვიმუქურები და არც ვაშინებ მათ, მაგრამ ვთხოვ, რომ შეხედონ ჩვენს უახლოეს ისტორიას', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 'პირველ რადიოსთან' საუბრისას. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები