მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სააკაშვილი: ამერიკის პოლიტიკა საქართველოს დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილაირ კლინტონს მხადაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კლინტონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა განაცხადა, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც სწრაფად ვითარდება.

„ქვეყნის განვითარება, ქართველი ხალხის სიმამაცის დამსახურებაა და ასევე, ამერიკის მხადაჭერის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამერიკის პოლიტიკამ საშუალება მისცა საქართველოს დემოკრატიას დაბრკოლებები გადაელახა. დღევანდელი მოლაპარაკებები კი, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან დაწყებული დიალოგის გაგრძელებაა',- განაცხადა სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, ამერიკა და საქართველო უსაფრთხოების სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ და ეს ურთიერთობები გრძელდება.  

„ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება თავისუფალი არჩევნები მოაწყოს და დარწმუნებული ვარ ეს არჩევნები ხალხის თავისუფალ ნებას წარმოაჩენს',- განაცხადა სააკაშვილმა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები