მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლმენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა' საპარლმენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და კითხვაც არავის დარჩება.

როგორც  ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის' ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, ბათუმი არის იმედი არა მხოლოდ აჭარლებისთვის, არამედ დანარჩენი საქართელოსთვის, კავაკასიისთვის, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და ევროპოსთვის და ეს იმედი არათუ მოკვდება, არამედ ხორცი შეესხმება.

„თუ ყველაფერში საქართველოს ადანაშაულებთ და თავზე ნაცარს იყრით, თქვენ  არ გიყვართ საქართველო. თუ უკან ისევ ასლან აბაშიძის ხალხი მოგყავთ, რომელმაც კინაღამ დაგვაქცია, თქვენ არ გიყვართ საქართველო. ჩვენი ბავშვები იმ ქალაქში უნდა გავზარდოთ, სადაც შიში და ტოტალური უმუშევრობა ვეღარ იბოგინებს. ბათუმი უნდა გადაიქცეს ასს პროცენტიანი დასაქმების ქალაქად და ჩვენ ამას მივაღწევთ.  ეს იქნება პირველი ქალაქი ბარაკების გარეშე. ბათუმს ვაქცევთ არამხოლოდ შავი ზღვიპირეთის ყველაზე ბრწყინვალე ქალაქად, რომელიც უკვე არის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ სასწაულად არა იმიტომ, რომ ცათამბჯენები გვექნება, არამედ იმიტომ, რომ ვიცხოვრებთ ისე როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყნის მოქალაქეები', - დასძინა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ვერ გატეხენ, გზას ვერ ააცდენენ და ქვეყანას უშუქობისა და ჩაზნექილი სკამების ეპოქაში ვერ დააბრუნებენ.

„ვიცი, რომ ყოველდღიური ბრძოლა არის არსებობისთვის. გენატრებათ, რომ პური და კარაქი გქონდეთ ბავშვებისთვის და  ავად გახდომის გეშინიათ, რადგან ჯერ კიდევ დაზღვეული არ ხართ, მაგრამ ხომ იცით, ამ ქალაქმა რამხელა ნახტომი განახორციელა. ერთმა ჩინელმა ფილოსოფოსმა თქვა, რომ უბსკრულს „ორი ნახტომით ვერ გადაახტები'. იმას, ვისაც უნდა ჩვენი სვლა შეაჩეროის, მას უნდა, რომ   უბსკრულში ჩავიჩეხოთ, საიდანაც საქართველო ვერასოდეს ამოვა. ეს ქალაქი არის იმედი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ დანარჩენი საქართველოსთვის, დანარჩენი კავაკასიითვის, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და ევროპოსთვის. ამ იმედს არ მოვკლავთ და ხორცს შევასხამთ. თქვენი იმედი მაქვს აჭარლებო. აუცილებლად, გავიმარჯვებთ დიდი უპირატესობით, რომ კითხვაც კი არავის დარჩეს', - დასძინა სააკაშვილმა.

 internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები