მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სააკაშვილი: საქართველო აჩვენებს, რომ ზოგჯერ იდეები უფრო ძლიერია, ვიდრე ტანკები და ფული

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ჩვენს ქვეყანას, ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, მანამდე კი, არჩევნებია ჩასატარებელი. 

როგორც პრისტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას  სააკაშვილმა განაცხადა,საქართველოს წარმატების მაგალითი აჩვენებს იმას, რომ ზოგჯერ იდეები უფრო ძლიერია, ვიდრე ტანკები და ფული. ეს არის იმედის გზავნილი მათთვის, ვისაც მსოფლიოში თავისუფლება უყვარს.

'ჩვენი სურვილია, რომ ყველა ტენდენციის მიუხედავად, თითოეული საარჩევნო პროცესი იმდენად გამჭვირვალე იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, რადგან ხალხი ამ არჩევნებზეა კონცენტრირებული',- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრინსტონის უნივერსიტეტში  სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა გამოსვლისას საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელდა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები