მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სააკაშვილი: სვანეთში ტურისტული სეზონი მთლიანად ჩავარდა

საქართველოს პრეზიდენტი მესტიაში ტურისტული სეზონის ჩავარდნაში მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილი მესტიაში უნდა ასულიყო და ტურიზმის პოპულარიზაცია გაეწია. ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, ახალმა მთავრობამ საპირისპირო გააკეთა და ფრანგული მხარის მიერ ნაჩუქარ საბაგიროებზეც კი უარი თქვა. 

'წელს სვანეთში მთლიანად ჩავარდა ტურისტული სეზონი და რატომ ჩავარდა იცით? იქ ერთი მინისტრი არ ასულა. კარგით მესმის, რომ პრემიერ-მინისტრი თხილამურებით არ სრიალებს ჩემგან განსხვავებით. საუბრები ქონდათ, რომ სააკაშვილმა აიშენა მესტიაში რეზიდენციაო. უხ, მაგ გარეწარმა თავისთვის აიშენა. მე პირადი რეზიდენცია კი არ ავიშენე, არამედ აშენდა სახელმწიფო რეზიდენცია, გასაჩერებელი ადგილი. მე შარშან მესტიაში ავიყვანე 5-ჯერ მეტი ტურისტი, ვიდრე 2011 წელს ავიდა. ჩვენ მესტია ავაშენეთ და იქ ვიყავი იმიტომ, რომ თავზე დავდგომოდი და გასაჩერებელი ადგილი გვქონოდა. კარგით ეხლა წაიღეს ჩემი რეზიდენცია, თუმც თვითონაც აღარ დადიან. და მესტიელები ამით უფრო ბედნიერები არიან? ის რომ ვერტმფრენების შეკვეთის სერვისი გააუქმეს, ამით სამთო ტურიზმი უფრო განვითარდება? ის რომ საბაგიროებზე უარი თქვეს, რომელიც უპროცენტო კრედიტით მოგვცეს და ნაჩუქარი იყო ფრანგული მხარის მიერ, ამით უკეთესი იქნება ჩვენი ცხოვრება? რატომ ვაკეთებთ ამას სააკაშვილის ჯინაზე? ავორთქლდები, გავქები ხვალ. გათავდება ჩემი პრეზიდენტობის ვადა და ჩათვალეთ, რომ აღარ ვარ ... პრემიერ-მინისტრი ერთხელ ჩასულიყო მესტიაში და ეთქვა, რომ ტურიზმი არის კარგი. მისი პოპულარულობის გათვალისწინებით, ხალხიც გაითვალისწინებდა ამას. მე იქ ავდიოდი ყოველ კვირაში და ამბობდნენ აჰა ერთობა ეგ გაფუჭებული, უკრაინელები აყავს და დროს ატარებს მაგრად. და ტურისტი რამდენი აყვა იმ უკრაინელს? რამდენმა მესტიელმა დაკარგა შემოსავალი, როცა ამბობენ, უიმე არავინ არ დაგვადანაშაულოს, რომ ვერთობით'- განაცხადა სააკაშვილმა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები