მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სააკაშვილი: წაიღოს დაცვა, მე ჩემი ხალხისგან დაცვა არ მჭირდება

„გუშინ, ქუთაისში, ძალიან მტკიოდა გული. „ფეისბუკზე' ბევრ წერილს ვიღებ, რომ არ იყვნენ ესენი ქუთაისელები, არ გეწყინოს მიშაო. ყველაზე კარგად მე ვიცი, ვინ იყვნენ ეს საოცრებები. პოლიციელები სულ ბოდიშს იხდიდნენ. დილიდან მიიღეს ინსტრუქცია, არ გაეკაროთ, მიეცით საშუალება, რომ ამ სუბიექტებმა, კონკრეტული პარტიის აქტივისტებმა, რაღაცა გაუკეთონ პრეზიდენტსო,' - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, რადგან მისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში მოქალაქეებს ხელი დაცვამ შეუშალა, ახლა უნდათ, რომ პრეზიდენტი დაცვის გარეშე დატოვონ.

„რომ დაინახეს არაფერი გამოუვიდათ, ახლა კანონი შეაქვთ პარლამენტში, რომ პრეზიდენტს დაცვის სამსახური ჩამოაშორონ. წაიღოს დაცვა, დაცვა სჭირდება იმ კაცს, ვინც ამას აკეთებს, 5-ჯერ მეტი დაცვა სჭირდება, ქონება აქვს დასაცავი, მე ჩემი ხალხისგან დაცვა არ მჭირდება. არც ქონება მაქვს დასაცავი როგორც მათ ჰგონიათ, არც არაფერი. სიამოვნებით ვივლი მარტო, შევხვდები ყველას და მაინც ყველაზე მაგარ სამუშაოებს და ყველაზე კარგ კამპანიებს ჩავატარებთ,' - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უსინდისობაა, როცა ახალი მთავრობის წარმომადგენლები მის მიერვე აშენებული შენობების ფონზე აკრიტიკებენ.

„გუშინ პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ თურმე მე იმიტომ ვლაპარაკობ რაღაცეებს, რომ აგარაკების მშენებლობა შევუჩერეთო. ამ განცხადებას, რბილად რომ ვთქვათ, აკეთებს თქვენს და ჩემს მიერ გაზიზინებულ გორის ბაზრის ტერიტორიაზე. ჩვენს მიერ გაკეთებულ შენობებთან აკეთებენ განცხადებებს ჩვენს კორუფციაზე და ჩვენს აგარაკებზე, სინდისიც ხომ კარგი საქონელია. 11-ჯერ გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი. მესმის, რომ მათემატიკაში ბევრი მათგანი მოიკოჭლებს, ოროსნების დიდ ბრიგადასთან გვაქვს საქმე, მარტო მნგრეველების კი არა, მაგრამ როგორ ხდება, თან ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ, თან ამდენი რაღაცა ავაშენეთ და თან აგარაკები და პირადი ცხოვრება მოვიწყეთ? 50 წელი არ ეყოფა პრემიერ-მინისტრს იმის მიწასთან გასასწორებლად, როგორ იმუქრება, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ავაშენეთ,' - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცენტულად ამ რაოდენობის დაკავებული, საქართველოში ყველაზე რთულ ეპოქაშიც არ ყოფილა.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები