მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სააკაშვილი: ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება გვჭირდება აშშ–ისგან

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს მიერ გარკვეული რაოდენობის მსუბუქი შეიარაღების შესყიდვა ახლაც ხორციელდება, თუმცა საქართველოს მძიმე შეიარაღება ესაჭიროება, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალ Foreign Policy-ის ბლოგს The Cable-ს, აშშ–ში მისი ბოლო ვიზიტის დროს.

'ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება მსუბუქი შეიარაღება. ჩვენ ის უამრავი გვაქვს და ფაქტიურად, მის შესაძენად ბევრი ალტერნატიული გზა არსებობს,“ – აცხადებს იგი 'The Cable“–თან ინტერვიუში, რომელიც 30 მარტს გამოქვეყნდა, 'რაც საქართველოს სჭირდება არის ის, რასაც ის სხვაგან ვერ შეიძენს და ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო [შეიარაღება] და ეს ცალსახაა... სწორედ ეს უნდა იყოს თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი“.

2010 წლის სექტემბერში აშშ–ის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის საქმეში 'სიფრთხილეს“ იჩენს. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ 'ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა“.

2010 წლის ივნისში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა კატეგორიულად უარყო, რომ ვაშინგტონმა საქართველოს იარაღის ემბარგო დაუწესა, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის პრიორიტეტია 'დაძაბულობის შემცირება“ და იმის მიღწევა, რომ რუსეთმა შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

'არ გვგონია, რომ იარაღის მიყიდვა და სამხედრო აღჭურვილობა არის გზა იმ ვითარებისკენ, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში,“ – განაცხადა გორდონმა.

სივილ ჯორჯია

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები