მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სააკაშვილი: 1-ელი ოქტომბერი მტრის ბოლო გაფართხალებაა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 1-ელი ოქტომბერი „მტრის ბოლო გაფართხალება, ბოლო გაბრძოლება, ბოლო იმედი და ბოლო რუბიკონია. ამ რუბიკონს წარმატებით სამეგრელოდან დავამარცხებთ.'

როგორც ზუგდიდის მთავარ მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის' ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, „ვარდების რევოლუცია' სამეგრელოდან წვიმიან დღეს დაიწყო და მაშინ, ყველა პოლიტიკოსი თბილისში ენას „ატარტალებდა', რომ შევარდნაძე „ცხრათავიანი გველეშაპი' იყო, რომელსაც ვერ დაამარცხებდნენ.

„მაშინ, ვთქვი, რომ თბილისში ჩავალთ და რამდენიმე დღეში აღარ იქნებათქო, აღარ იყო კიდეც. ეს შეუძლია სამგერელოს და ზუგდიდს. აქ არიან ბავშვები, რომლებიც  იმ წვიამიანი ღამის შემდეგ დაიბადნენ. ახლა კი, ჩვენ გვიპირსპირდება ხალხი, რომელიც იმ წვიმიან დღეს  საქართვერლოს მართავდა. აქ არიან ბავშვები, რომელთაც უნდათ, რომ მომავალი წაართვან, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ გამოცდილები, გამბედავები და ნიჭიები, რომ ჩვენი ბავშვების მომავალს აღარ გადავაბარებთ - ყარყარაშვილებს ხაინდრავებს, შევარდნაძეებს, ვაჟა ლორთქიფანიძეებს, საქართველოს გამყიდველებსა და  ათასი სჯულის ქურდ ბაცაცებს.  სხვა სახელი მათ არ ქვიათ. ჩვენს ჯიბეებსა და ჩვენი ოჯახების მომავალში ვერავინ აფათურებს ხელს. ბავშვებს მივცემთ საუკეთესო განათლებასა და ჯანდაცვას, ისინი იცხოვრებენ ისეთ ქვეყანაში, რომლითაც მთელი მსოფლიო უკვე აღტაცებული და გაკვირვებულია. ჩვენ გზიდან ვერავინ გადაგვაგდებს,  ამიტომ,  წავალთ და მივალთ დანიშნულების ადგილზე. ჩვენ ძლიერები ვართ და არ გვეშინია მტრის ხრიკების', - დასძინა პრეზიდენტმა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები