მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საბერძნეთს მთავრობა ისევ არ ჰყავს

საბერძნეთის პარლამენტში შესულმა პარტიებმა კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ. BBC-ის ინფორმაციით, ბერძნულ პარტიებს, დემოკრატ მემარჯვენეებს, სოციალისტებსა და ცენტრისტებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა შანსი იმისა, რომ ეს ყველაფერი უშედეგოდ დასრულდეს ძალიან დიდია.

საგულისხმოა ის, რომ მოლაპარაკების პროცესს ახლა უკვე საბერძნეთის პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასი უდგას სათავეში. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის არჩევის პროცესში, საბერძნეთის პარლამენტში შესული შვიდივე პარტია მონაწილეობს. თუ მათ ხუთშაბათამდე, ანუ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა, მაშინ, ბერძნული კანონმდებლობის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. 

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები