მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „საბჭოთა მოქალაქეებს“ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გაუმარტივებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, წამოაყენა წინადადება, რომლის თანახმადაც, სერიოზულად უნდა გამარტივდეს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა იმ პირთათავის, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ.

„მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ აუცილებელია მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ლიბერალიზება მოხდეს იმ პირთათვის, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ' - განაცხადა ლავროვმა.

აღნიშნული განცხადება მინისტრმა რუსეთის საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

ამ დროისათვის რუსეთში ისედაც არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც თანამემამულედ ითვლება ნებისმიერ ადამიანი, ნებისმიერ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მცხოვრები პირი, რომლებსაც საბჭოთა მოქალაქეობა ჯერ კიდევ აქვს, თუმცა, აღნიშნული კანონი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად მათ პრივილეგიას არ ანიჭებს.

internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები