მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საგამოცდო ტესტების პოლიციის შენობებში განთავსების მიზეზი ეროვნული ბანკის უარი გახდა

საგამოცდო ტესტების პოლიციის შენობებში განთავსების მიზეზი ეროვნული ბანკის უარი გახდა. 
ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. 
მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ზაფხულის პერიოდში საწყობის გამოყოფასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა და შესაბამისი თხოვნით გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა. 
'იძულებული გავხდით, საგამოცდო ტესტების ადგილმდებარეობა შეგვეცვალა და პოლიციის შენობებზე დაცულ ადგილს ამისთვის ვერ მოვძებნიდით', - აღნიშნა მიმინოშვილმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასარეს ტერმინალიდან თბილისისა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში განათავსეს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები