მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიქტორ ივანოვის განცხადებას გამოხმაურა

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლის ფედერალური სამსახურის დირექტორის ვიქტორ ივანოვის განცხადებას გამოეხმაურა. 
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა დონეზე, დაჟინებით ეძებენ არარსებულ 'ქართულ კვალს' თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ ყველა პრობლემაში.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ვერ მოჰყავს ვერც ერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ ბრალდებებს საქართველოს წინააღმდეგ.
'რეალობა კი საპირისპიროა - ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები და მონაცემები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ სწორედ რუსეთი წარმოადგენს მთავარ რგოლს ნარკოტიკების მოხმარებისა და ტრანზიტის დანაშაულებრივ ჯაჭვში', _ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი წარმოადგენენ იმ 'შავ ხვრელებს', სადაც საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით და კონტროლით ხდება ნარკოტიკული საშუალებების დამზადება და მიწოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
რუსეთის ფედერაციის ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლის ფედერალური სამსახურის დირექტორმა ვიქტორ ივანოვმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში ნარკოტრაფიკის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პორტების მეშვეობით ხორციელდება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები