მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საგარეო უწყებამ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების პროცედურაში კორექტირება შეიტანა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების პროცედურაში კორექტირება შეიტანა. საკითხი საზღვარგარეთ საცხოვერებელი ადგილიდან ცნობას ეხება , რომლის წარდგენის ვალდებულება სამინისტრომ გასულ თვეს შემოიღო.
კერძოდ, მანამდე, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების განსახორციელებლად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ განცხადება-ანკეტა, თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი და 3 ფოტოსურათი.
გასულ თვეს განხორციელებული ცვლილებებით კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ დოკუმენტებს, საცხოვრებელი ადგილიდან ცნობაც დაამატა. ასეთი ცნობის წარდგენის ვალდებულების დაწესებას, არასამთავრობო სექტორის პროტესტი მოჰყვა. მათ ეს დეტალი, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების გართულებად მიიჩნიეს.
არასამთავრობო სექტორის პროტესტის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი ცვლილებები კიდევ განახორციელა და დაადგინა, რომ ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი ცნობის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, პირმა წარადგინოს სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც პირის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება.
'საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ' საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები 'საკანონმდებლო მაცნეში' უკვე გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები