მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საგარეო უწყება ბელორუსის მიერ სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღებაზე კომენტარს არ აკეთებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელორუსის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
'ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ', _ აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
რუსული სააგენტოების ცნობით, ბელორუსმა შესაძლოა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღოს. ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი გორულკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 'ეს საკითხი, საერთო საბაჟო სივრცის ფარგლებში, საგარეო უწყებების დონეზე განიხილება; საუბარია საპასპორტო-სავიზო რეჟიმის უნიფიკაციაზე, თან არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში. ეს საკითხი კიდევ ერთხელ ზაფხულში დაისმება. პირველ რიგიში, ეს პოლიტიკური საკითხია',-განმარტა ბელორუსის სასაზღვრო უწყების წარმომადგენელმა.
როგორც რუსული სააგენტოები წერენ, საქართველოსა და ბელორუსს შორის უვიზო რეჟიმის არსებობა პრობლემებს რუსეთს უქმნის, რადგან საქართველოს მოქალაქეები, ბელორუსში მოხვედრის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებიან. ერთიანი საბაჟო სივრცის შექმნაზე მუშაობენ ბელორუსი, რუსეთი და ყაზახეთი.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები