მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საგარეო უწყება რუსეთს ოფიციალური ნოტით მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,  ბაგრატიონთა უძველეს საფლავებთან დაკავშირებით, რუსეთს, შვეიცარიის მეშვეობით, ოფიციალური ნოტით მიმართავს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართული მხარე სრული ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება.

„თუ ფაქტები დადასტურდება, რომ საფლავზე სამუშაოები მიმდინარეობს, მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით, რუსულ მხარეს მივმართავთ. ამის შემდეგ კი, გადმოსვენების საკითხიც დაისმება',- განაცხადა კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბაგრატიონთა უძველეს საფლავს რუსეთში, დაბა ვსესვიატსკოეში, საფრთხე ემუქრება. ტერიტორიაზე, სადაც ქართველი მოღვაწეები არიან დაკრძალული უკანონო მშენებლობა აღმოაჩინეს.

internet.ge 

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები