მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საგარეო უწყება უარყოფს ინფორმაციას ისრაელის მიერ საქართველოს საფრთხისშემცველ ქვეყანათა ნუსხაში შეტანის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ისრაელმა საქართველო საფრთხისშემცველ ქვეყანათა ნუსხაში შეიტანა. 
როგორც დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, საგარეო უწყება დაუკავშირდა ისრაელის წარმომადგენლობას საქართველოში, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
'რაც შეეხება სპეკულაციებს იმის თაობაზე, რომ ეს რაიმე ფორმით დაკავებულ ბიზნესმენებს შეიძლება უკავშირდებოდეს, ამას ოფიციალური ისრაელი ცალსახად არ ადასტურებს და ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ამაში ეჭვი შევიტანოთ', _ განაცხადა კალანდაძემ. 
ისრაელის მიერ საქართველოს საფრთხისშემცველ ქვეყანათა ნუსხაში შეყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია ებრაულ მედიაში გავრცელდა. 

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები