მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საგარეჯო თინა ხიდაშელისა და გამგებლის წინააღმდეგ

საგარეჯოს მოსახლეობა დეპუტატ თინა ხიდაშელს და რაიონის გამგებელ გიორგი ლოლაძეს აუმხედრდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წინ „ქართული ოცნების' აქტივისტები ლოლაძის გადადგომის მოთხოვნით არიან შეკრებილნი.  

„ოცნების'  წარმომადგენლები გამგებლს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და თინა ხიდაშელის ლაქიად მოიხსენიებენ.

მათი თქმით, ხიდაშელის ფავორიტმა გამგებელმა 3 თვიანი მუშაობის მანძილზე რაიონისთვის ვერაფერი გააკეთა.

მეტიც, აქციის მონაწილეთა განცხადებით, ლოლაძე სამსახურში საკადრო ცვლილებებს „ქართული ოცნებისა' და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის თინა ხიდაშელის ნებართვის გარეშე ვერ ახორციელებდა.

„ქართული ოცნების' საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წევრის, მიხეილ ქვლივიძის განცხადებით, გამგებელმა მუნიციპალიტეტში ახლო ნათესავები მაღალ თანამდებობებზე დანიშნა.

„გიორგი ლოლაძე აბსოლუტურად დაქვემდებარებულია დეპუტატ ხიდაშელზე. ის ფაქტობრივად მარიონეტია',- განაცხადა „ქართული ოცნების' წევრმა.

საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან პარტიის სხვა წევრებიც. ზაზა ზაუტაშვილი თვლის, რომ თანამდებობაზე მუშაობის 4 თვის თავზე რაიონისთვის არაფერი გაკეთებულა.

„გამგეობა არასათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანებით გაივსო',- აცხადებს ''ოცნების'' მხარდამჭრი.

გიორგი ლოლაძეს საგარეჯოს გამგებლად დანიშვნა საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების' გამარჯვების შემდეგ მოხდა.

მის  დანიშვნას თინა ხიდაშელი პირადად ესწრებოდა. დეპუტატმა მაშინ საგარეჯოელებს ეს არჩევანი მოუწონა.

''პრესა.ჯი'' თინა ხიდაშელის პოზიციით დაინტრესდა თუმცა უმრავლესობის წევრს საკონტაქტო ტელეფონი დილიდან გამორთული აქვს.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები