მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნების შედეგების შესახებ წინასწარ განცხადებას დღეს გააკეთებს

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნების შედეგების შესახებ წინასწარ განცხადებას სასტუმრო 'ქორთიარდ მარიოტში' დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთებს . 
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ევროპარლამენტი (EP) და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA) ერთობლივ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს.
განცხადებას ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ტონინო პიცულა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ლუკა ვოლონტე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ასენ აგოვი, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მილან კაბრნოცი და ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვულჩანოვი გააკეთებენ.
არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 401 დამკვირვებლისგან შედგება. ის 290 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლებისგანაა წარმოდგენილი, რომელთა წევრები 42 სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებს, ასევე ეუთოს, ევროპის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების წევრებს წარმოადგენენ.
პრესკონფერენცია დღეს, 14:30 საათზე, სასტუმრო 'ქორთიარდ მარიოტ'-ის Grand Ballroom-ში გაიმართება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები