მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის პრეტენდენტები

საერთაშორსიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყველაზე სარწმუნო კანდიდატები საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლაგარდი და გერმანიის 'ცენტრობანკის' ყოფილი ხელმძღვანელი აკსელ ვებერი არიან. The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, თანამდებობის დაკავება დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნსაც სურს, თუმცა ქვეყნის ამჟამინდელმა პრემიერმა დევიდ კემერონმა უკვე მინიშნება გააკეთა, რომ ამ კანდიდტაურის წინააღმდეგია.

დამკვიდრებული წესებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ევროპელი უნდა იყოს, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი კი ამერიკელი. ამის გამო ამერიკელი ფინანსისტების კანდიდატურები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არ განიხილება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ორგანიზაციის პრეზიდენტი დომინიკ სტროს-კანი გადადგა. 14 მაისს ის ნიუ-იორკის აეროპორტში დააკავეს. მას სასტუმრო Sofitel-ის დამლაგებელზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. 


ambebi.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები