მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საერთაშორისო სამდამკვირვებლო მისია მიუთითებს საფრხეზე, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შეიძლება დაემუქროს

საქართველო - ღია დემოკრატიის კომიტეტი, რომელიც ბოლო სამი თვეა საქართველოში არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებას აწარმოებს, მიესალმება ქვეყანაში საპარტლამენტო არჩევნების თარიღად 1-ლი ოქტომბრის დასახელებას.

'საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, რომელმაც უზარმაზარ პროგრესს მიაღწია',- განაცხადა ბრაიან მეფორდმა, კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორმა და დასძინა, - 'პრეზიდენტმა ჩვენ და სხვა დამკვირვებლები არჩევნების მონიტორინგისათვის მოგვიწვია, რაც მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღის დაკვირვება. ეს საქართველოს საარჩევნო შედეგების საერთაშორისო აღიარებისთვისაა მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ ბოლო დროს საქართველოს მომავალმა ეკონომიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ცოტაოდენ დაგვაფიქრა. როდესაც ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ყოველგვარი ეჭვი დემოკრატიულობის შესახებ დაუშვებელია. განსაკუთრებით, თუ თქვენ გინდათ გქონდეთ ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოება და განვითარებული ქვეყნის პრესტიჟული სტატუსი, რაც ნატო-ში გაწევრიანებას მოაქვს'.

მხოლოდ რამოდენიმე ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყანაში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა მათი სახელმწოფო ქცევის ფუნდამეტური ნაწილია. იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ პრინციპით მოქმედებენ, როგორც კომიტეტის საბჭოს წევრმა ბრუს ბარსელომ აღნიშნა, გარდა ამ იშვიათი მიღწევისა აქვთ ერთი საერთო: ნატო-ს წევრობა.

'ეს არ არის მხოლოდ დამთხვევა, რომ ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებმა, რომლებმაც მიაღწიეს და შეინარჩუნეს დემოკრატია, ასევე მოიპოვეს უსაფრთხოება და ნატო-ს წევრობის ავტორიტეტი', აღნიშნა ბარსელომ.

'მაგრამ, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ქართველი ხალხი და მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რადგან ნატო არა მხოლოდ უსმენს, არამედ თვალყურს ადევნებს საქართველოსა და მის ლიდერებს. იგი ან გააგძელებს დემოკრატიულ წინწვლას ან ეს პროცესი შეწყდება. სხვადასხვა გამოკითხვებიც და ზოგადი განწყობებიც ცხადყოფენ, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალიან სურს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სენატში გამოსვლისას ძალიან ზუსტად უწოდა ამ არჩევნებს ლაკმუსის ტესტი. ცოტა მოგვიანებით ჯეიმს აპატურაიმაც, ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, თბილისში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას არჩევნებს 'მნიშვნელოვანი ტესტი' უწოდა. ეს არის მკაცრი ენა დიპლომატიურ სამყაროში.'

'ამერიკის ელჩი და ნატო არ ხუმრობენ' , - დაამატა მეფორდმა.

' ეს არჩევნები არის ტესტი და თან გადამწყვეტი მნიშვნელობის. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ნატო არ დაუშვებს სისასტიკეს და კორუფციულ საარჩევნო ქმედებებს, რადგან ასეთ ქვეყნები სახიფათო მოკავშირეები არიან. ნატო-ს წევრობა, ოკუპაციის საკითხის მოგვარება, ეკონომიკურ კეთილდღეობა...ამ არჩევნების დროს ეს ყველაფერი რისკის ქვეშ დგება. საქართველოსთვის ეს შესაძლოა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არჩევნები იყოს ამ საუკუნეში, შედეგების თვალსაზრისით. მართალია, ჩვენ გვინდა დავინახოთ საქართველოს კეთილდღეობა, მაგრამ ჩვენ ვართ მიუკერძოებლები. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე', - დასძინა მეფორდმა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები