მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საზოგადოებრივი მოძრაობა „19 აპრილი': ხელისუფლებამ, დაპირებები არ შეასრულა

ახლადშექმნილი საზოგადოებრივი  მოძრაობა „19 აპრილი'მოსახლეობასთან შეხვედრას იწყებს. ორგანიზაციის წევრები,  დღეს 16:00   საათზე,  ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში,  ყველა დაინტერესებულ პირთან შეხვედრას გამართავენ.

 როგორც „პრესა.ჯი'-ს მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტმა გიორგი ჩანტლაძემ განუცხადა, დაგეგმილია მედიისთვის პრესკონფერენციის გამართვა, რის შემდეგაც ყველა დაინტერესებულ პირს,  საშუალება მიეცემა  „19 აპრილის' წარმომადგენლებს  გაესაუბროს. 

 გიორგი ჩანტლაძე: საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს ხედვებს,  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.  აქვე გეტყვით, რომ ჩვენ ვიქნებით უპარტიო ოპოზიცია.  ჩვენ გვინდა,  ხელისუფლებას და საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ თამამად შეგვიძლია  პროტესტი გამოვხატოთ იმაზე,  რაც დღეს ქვეყანაში ხდება. 

 ჩანტლაძე აცხადებს, რომ თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მოსაზრება,  მისი ორგანიზაციის წევრთა მოსაზრებას დაემთხვევა, თანამშრომლობისთვის მზად იქნებიან.  

 კითხვაზე თუ  რატომ გადაწყვიტა, ახლადშექმნილმა ორგანიზაციამ „ნაციონალური მოძრაობის' მიერ,  19 აპრილს დაანონსებულ აქციაზე გასვლა,  ჩანტლაძე აცხადებს, რომ  ახალი ხელისუფლება ისევ უშვებს შეცდომებს და მხოლოდ სხვისი შეცდომებით იმართლებს თავს.

 „გვინდა დავამტკიცოთ, რომ  მთავრობის ოპოზიცია,  შეიძლება ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოება იყოს. 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე,  ჩვენ ხელისუფლებას,  წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას მოვთხოვთ და გავაპროტესტებთ იმას,  რომ ხუთთვიანი მუშაობის შემდეგ,   ხელისუფლებამ დაპირებები არ შეასრულა.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები