მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო რეგისტრაციის გავლა დამატებით 12 და 13 სექტემბერს შეეძლებათ

ცესკოს სპიკერი ეკატერინე აზარაშვილი  საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო რეგისტრაციის ვადებს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საარჩევნო რეგისტრაცია დამატებით გაიარონ 12 და 13 სექტემბერს.

მისი ინფორმაციით, ამისთვის საჭიროა, რომ ისინი გამოცხადდნენ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე და წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც იდგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და არჩევნების დღეს იქნებიან საქართველოში, საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის მოთხოვნით უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებისთვის მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვრებს გარეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას',- განაცხადა სპიკერმა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები