მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ' პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება შედის

ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასა და საქართველოს საელჩოს შვეიცარიის კონფედერაციაში ერთი დიპლომატი აღარ დაფარავს .
ამის შესახებ პრეზიდენტის 16 მარტის ბრძანებულებაშია აღნიშნული, რომლის საფუძველზეც ცვლილება შედის 'საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ' საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1-ელი ივნისის ბრძანებულებაში. 
შესაბამისად, ცალ-ცალკე ჩამოყალიბდება საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა. 
პრეზიდენტის ბრძანებულება 23 აპრილს ამოქმედდება 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები