მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სათაფლიის ნაკრძალი ტურისტებისთვის ოფიციალურად გაიხსნა

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნეს. 
გახსნის ცერემონიის პარალელურად ქუთაისის მზრუნველობამოკლებულ 'ბავშვთა სოფლის' 30-მდე აღსაზრდელმა სათაფლიის ნაკრძალი, დინოზავრის ნაკვალევი, მღვიმე და მინის გამჭვირვალე გადასახედი დაათვალიერეს. ღონისძიების ბოლოს ნაკრძალის საგამოფენო დარბაზში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სააგენტოსგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სათავგადასავლო ტურების მოყვარულ ვიზიტორებს სათაფლიის ნაკრძალში სხვადასხვა სახის ტურების ორგანიზება შეეძლებათ. 
სათაფლიის ნაკრძალში შესაძლებელია პალეონტოლოგიური ტურის, სპელეოტური ტურის, ფოტო-ტურის, კოლხურ ტყეში ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო ტურის ორგანიზება. ასევე, ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ სასტუმროს სერვისით ისარგებლონ და მინის გამჭვირვალე პანორამული გადასახედიდან ქუთაისის ხედით ისიამოვნონ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები