მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საკრებულოს ფრაქცია 'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ კოკი იონათამიშვილი აირჩიეს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია 'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ კოკი იონათამიშვილი აირჩიეს. თბილისის საკრებულოში დღეს ფრაქცია 'ნაციონალური მოძრაობის' სხდომა გაიმართა. კენჭისყრის შედეგები 
საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა წაიკითხა. 
სამადაშვილის განცხადებით, ფრაქციის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ ფრაქციას უხელმძღვანელებს კოკი იონათამიშვილი. ამასთან, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებად ვახტანგ ცაგარეიშვილი და სევდია უგრეხელიძე აირჩიეს. ასევე, ფრაქციის მდივნობის კანდიდატად დასახელდა ხვიჩა სანაია, რომელსაც მოგვიანებით დაამტკიცებენ. ფრაქციის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევამდე სიტყვით ზაალ სამადაშვილი გამოვიდა. 
მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის შემდეგ 'ერთიან ნაციონალურ მოძრაობას' დაეკისრა განსაკუთრებული მისია - უნდა შექმნას ოპოზიციური პარტიის სტანდარტი, რომელიც ითანამშრომლებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომლისთვისაც ძვირფასია ფუნდამენტური ღირებულებები და ერთგულება იმ გეზისა, რისთვისაც ქართველმა ხალხმა აირჩია.
ზაალ სამადაშვილმა ასევე გაიხსენა 1921 წლის წინ თებერვლის მოვლენები. მან აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს სხდომა თებერვალში იმართება, რადგან 92 წლის წინ თბილისთან გააფთრებული ბ რძოლები მიმდინარეობდა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. მან გაიხსენა იუნკერების თავგანწირვა და ისურვა, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ახსოვდეს კოჯორში დაღუპულთა ღვაწლი.
კოკი იონათამიშვილმა ნიკოლოზ ხაჩირაშვილი შეცვალა, რომელმაც 'ნაციონალური მოძრაობა' დატოვა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები