მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საკრებულოს წევრები: პარლამენტარი დავით ონოფრიშვილი კასპის ბატონია (ვიდეო)

კასპის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტარ დავით ონოფრიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. ონოფრიშვილს საკრებულოს წევრებისთვის უთქვამს, რომ თუკი ხელმძღვანელ პირად მესროფაშვილი დარჩება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები რაიონისთვის აღარ გადაირიცხება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იუწყება.

„6 თვეა რაც არჩევნები ჩატარდა და არ შეგვხვედრია დეპუტატებს. გუშინ კასპის „ბატონმა' დავით ონოფრიშვილმა ამ შეხვედრის გამართვა მოისურვა. გვეგონა, რომ ის სტიქიის შესახებ დაგველაპარაკებოდა. თუმცა შეხვედრა სხვა მიმართულებით წავიდა და გვითხრა, რომ გადამდგარიყო თავმჯდომარე და მის ნაცვლად საკრებულოს წევრი ხათუნა თათანაშვილი აგვერჩია. თვითონ დაურეკა დეპუტატებს, გარკვეულ მასას. ჩვენი პრეტენზია ისაა, რომ ის უხეშად ერევა საკრებულოს საქმიანობაში. მე განცხადების დაწერას არ ვაპირებ' - აცხადებს მესროფაშვილი.

 „ის ზეწოლა არ არის, როდესაც გეუბნებიან, რომ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენს კარიერას საფრთხე შეექმნება? ეს გვითხრა დავით ონოფრიშვილმა' - ამბობს საკრებულოს დეპუტატი ლევან დემეტრაშვილი.

იურიდიული კომისიის თავმდჯომარე, საკრებულოს დეპუტატი კი ამბობს, რომ ონოფრიშვილი ჯერ ცალკე კაბინეტში იბარებდა დეპუტატებს: „ჯერ არ შემოდიოდა სხდომათა დარბაზში, ცალ-ცალკე გვიბარებდა. მერე იძულებული გახდა შემოსულიყო. მან გვითხრა, რომ ჩვენ არ ვსრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. მოითხოვა ხელმოწერების გაკეთება. მე პირადად ვურჩიე, რომ სტიქიაზე გვესაუბრა, მაგრამ ეს არ ისურვა' - აღნიშნა მინდიაშვილმა.

მესროფაშვილის თქმით, ონოფრიშვილის დავალებით საკრებულოს წევრებს სახლში აკითხავენ და თანამდებობის დატოვებას აიძულებენ. 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=jNjemXDlhCE

პრესა.GE

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები