მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელთა განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას.

საკუთარი განცხადებითპრემიერმა ეჭვქვეშ დააყენა რუსთავი 2-ის დღევანდელი მფლობელების კანონიერება და, ჩვენი აზრით, დაუფარავად წააქეზა ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები დაიწყონ უსაფუძვლო სამართლებრივი პროცედურებიკომპანიის კანონიერი მფლობელების წინააღმდეგ.

ზემოთ აღნიშნულს განვიხილავთ ჩვენი საკუთრების უფლების და ასევე ჩვენი კუთვნილი მედიასაშუალების თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად.

გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას ამ ფაქტის გამო და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მიმართონ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა არ დაუშვან ჩვენი და ჩვენს საკუთრებაში არსებული მედია საშუალების უფლებების შელახვა

people.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები