მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სამების ტაძარში ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია სრულდება

წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. 
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და რამდენიმე ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. 
როგორც 'ინტერპრესნიუსისთვის' გახდა ცნობილი, ტაძარში საბერძნეთის ათონის ზოგრაფის მონასტრის ბერები, ასევე უკრაინის, რუსეთისა და პოლონეთის ეკლესიების წარმომადგენლები იმყოფებიან. 
წირვას ესწრება ფონდ 'იავნანას' დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და, როგორც ცნობილია, დღეს მახათას მთაზე ივერის ღვთისმშობლის ტაძრისა და სავანის საძირკვლის კურთხევა მოხდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებიც დაესწრებიან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები