მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სამთავრობო პროგრამას 'მეტი სარგებელი ხალხს' მოსახლეობას მინისტრები გააცნობენ

სამთავრობო პროგრამას 'მეტი სარგებელი ხალხს' მოსახლეობას მინისტრები გააცნობენ. ამის შესახებ განცხადება ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 
'ჩვენი სამთავრობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დასაქმების პრობლემის მოგვარებას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, უნდა გავაცნოთ იმ ხალხს, რომელთაც მეტი სიკეთე უნდა მიიღონ ჩვენგან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხმა მეტი სარგებელი იგრძნოს ამ მთავრობისგან. ამიტომ ჩვენ უკვე გვაქვს გეგმა, თუ რომელი მინისტრი რომელ რაიონში წავა და ვის შეხვდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიგოთ ის რეალური პრობლემები, რომელიც აწუხებს ხალხს რაიონებში', - განაცხადა მერაბიშვილმა.
მინისტრთა კაბინეტი ქუთაისში კვირის ბოლომდე დარჩება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები