მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სამინისტროებში აცხადებენ, რომ მინისტრები არჩევნების შემდეგ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას

სამინისტროებში აცხადებენ, რომ მინისტრები არჩევნების შემდეგ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. 
'ინტერპრესნიუსის' კორესპონდენტი დღეს თითქმის ყველა სამინისტროში იმყოფებოდა. თუმცა მინისტრების პრესმდივნებმა და კადრების განყოფილების წარმომადგენლებმა არჩევნების შემდეგ სამინისტროებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ კომენტარის გაკეთება ტელეფონის საშუალებით ისურვეს. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' სატელეფონო საუბრისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კადრების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო მირიანაშვილმა განუცხადა, მინისტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და არჩევნების შემდეგ არც ერთ თანამშრომელს სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე ან სხვა მიზეზით არ დაუტოვებია. 
იგივე განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის პრესმდივანმა სოფო გვალიამ. თუმცა როგორც პირად საუბრებში სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ, სამინისტრის აპარატისა და სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელები უკვე მზად არიან იმისთვის, რომ ბევრი მათგანი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. 
რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, სატელეფონო საუბრისას პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით თუ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნებათ, მედიას აუცილებლად მიაწვდიან. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, დავით გონგაძის განცხადებით, დღეს საკადრო ცვლილებებთან კითხვის დასმა უადგილოა. როგორც მან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს აპარატი და მინისტრი ვერა ქობალია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. 
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელის, ვანო მაისურაძის თქმით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს სამინისტროს აპარატი, თუმცა როგორც 'ინტერპრესნიუსთან' საუბრისას სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, მინისტრი დღეს არ უნახავს. 
მინისტრ ზაზა გოროზიას ჩვეულ რეჟიმში მუშაობაზე საუბრობს სოფლის მეურნების მინისტრის პრესსამსახურის უფროსი თამარ მეფარიშვილიც. მისი განცხადებით, არჩევნების შემდეგ სამინისტროში რაიმე საკადრო გადაადგილება არ ყოფილა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები