მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სამრეწველო აღლუმზე საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკა წარმოადგინეს

სამრეწველო აღლუმზე, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურმა ცენტრმა 'დელტამ', მის მიერ წარმოებული  მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საფრენი აპარატები წარმოადგინა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილია: 

ლაზიკა
დიდგორი - (3 მოდელი)
უპილოტო საჰაერო სისტემა
სამხიდიანი დაჯავშნული მანქანა
'Tam Jet' - (ოთხადგილიანი თვითმფრინავი)
'Elit Jet' - (შვიდადგილიანი თვითმფრინავი)
60 მმ-იანი ნაღმმტყორცნი
82 მმ-იანი ნაღმმტყორცნი
120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი
პისტოლეტი
'RPG-7' - ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი
ერთჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი
მყუდრო - (უხმო ნაღმმტყორცნი)
'RD-7' - (ტანკსაწინააღმდეგო, ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი)
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი
M4-ის მაყუჩი
ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი 'ГП-25'
ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი 'AG-40' 

აღნიშნული სამხედრო ტექნიკა დამზადებულია საქართველოში.  მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. 

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის 'დელტას' დაქვემდებარებაში მყოფმა საწარმოებმა სამრეწველო აღლუმზე, აგრეთვე, წარმოადგინეს აირგამათბობლები - 'კერა-3მ'; 'კერა 8-მ'; 'კერა 10'; სხვადასხვა ზომის წყალგაყვანილობის და აირგაყვანილობის მილები; სამხედრო ფეხსაცმელი და სამხედრო ფორმა. 

internet.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები