მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სამხედრო ჰოსპიტლით მოსარგებლეთა წრე ფართოვდება

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლით მოსარგებლეთა წრე ფართოვდება . ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა 'საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ' ბრძანებაში ცვლილება შეიტანა. 
აქამდე დაკონკრეტეული იყო, რომ სამხედროების გარდა, ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება ჰქონდათ თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებს, თუ ისინი წარმოადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო კომპენსაციის თუ პენსიის მიმღებ პირებს და მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს და მათი ოჯახის წევრებს. ასევე, საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრებს.
მინისტრის ახალი ბრძანებით კი დგინდება, რომ სამხედრო ჰოსპიტლის მომსახურებით სარგებლობის უფლება, 'თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებსაც' ექნებათ.
მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები