მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია იმართება

სასტუმრო 'ჰოლიდეი ინში' მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - 'უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში'. კონფერენცია დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით იმართება. კონფერენციაზე განიხილება საერთაშორისო ორგანიზაციების როლი რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობის კუთხით. ასევე, რეგიოული ენერგოუსაფრხოების საკითხები და დემოკრატიზაციის პროცესები. 
როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯუდით გოფმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, კონფერენციის ფორმატი, დისკუსიების მეშვეობით ურთიერთობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მონაწილე მხარეებს, რათა განიხილონ სამხრეთ კავკასიაში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, დასახონ სამომავლო სტრატეგიები რეგიონში უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. 
კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
მისი განცხადებით, კონფერენციაში მონაწილე მაღალი რანგის სტუმრების საკითხების ღრმად ცოდნა და ხედვა საინტერესო და დეტალურ დებატებს განაპირობებს, რაც რეგიონში უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
'მოხარული ვართ, რომ უკვე მეორედ ვმასპინძლობთ უილტონ პარკის კონფერენციას თბილისში, განსაკუთრებით ასეთ გლობალური თუ რეგიონული ტურბულენტობის პერიოდში, რომელიც ამავდროულად ბევრ შესაძლებლობებს ქმნის. წარსული გამოცდილება და ცოდნა გვაძლევს საბაბს, ვიფიქროთ, რომ რეგიონის ადგილის და მნიშვნელობის დამკვიდრება ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების დღის წესრიგში განმსაზღვრელია რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში', - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები