მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სანდრა რულოვსი - მიშას გუნდმა არც დღე იცის და არც ღამე, სულითა და გულით მუშაობს

მიშას გუნდმა არც დღე იცის და არც ღამე, სულითა და გულით მუშაობს, - ამის შესახებ ზუგდიდში, 'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა განაცხადა. 
მისი თქმით, სისტემა ჯერ იდეალური არ არის, თუმცა ძალიან დიდი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ხალხს გაჭირვება აღარ ჰქონდეს. 
ამასთან, სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ მას და მის ოჯახს სამეგრელო და მეგრელები განსაკუთრებულად უყვარს. ყრილობის მონაწილეებს ეს პირველმა ლედიმ მეგრულად უთხრა. 
'თქვენი გაჭირვება ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. ჩვენ არც ღამე არ ვიცით და არც დღე ჩვენს გუნდთან, მიშას გუნდთან ერთად ვმუშაობთ. ჯერ სისტემა არ არის იდეალური, მაგრამ ნაბიჯები გადადგმულია. ამ გუნდში მონდომებული ხალხია და სულითა და გულით მუშაობს დღე და ღამე. იმიტომ, რომ თქვენ არ იმსახურებთ ამ პრობლემებს. ეს გუნდი მუშაობს მომავლისთვის და არა წარსულისთვის. წარსული ვიცით, რაც იყო. ჩემი მშობლები 15 წლის წინ შეშინებულები მიშვებდნენ აქეთ, ჩაბნელებულ ქვეყანაში, სადაც იყო კრიმინალი, კორუფცია და არეულობა. ახლა ბედნიერები არიან. ერთი ძმა მყავს და სხვა ქვეყანა არც უნახავს, სულ საქართველოში ჩამოდის. მანგარო მიორს სამარგალო, ჩქიმ ქომონჯის უერს სამარგალო, ჩქიმი ქომონჯი საქართველოს პრეზიდენტი', - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

იხილეთ ვიდეო: 'ჩქიმ ქომონჯს უორს სამარგალო' - 'ჩემ ქმარს უყვარს სამეგრელო'

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები