მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, 'ნაციონალური მოძრაობა' სამ ნაწილად დაიშალა

'ნაციონალური მოძრაობა' უკვე სამ ნაწილად არის დაყოფილი და უახლოეს ხანში ისინი დამოუკიდებლად გააგრძელებენ მოღვაწეობას',

- ამის შესახებ მოძრაობა 'ეროვნულების' ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ 'პრაიმტაიმთან' ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

'არსებობს იდეური ნაწილი, სადაც ერთიანდებიან ძირითადად 'თავისუფლების ინსტიტუტის' ჯგუფი, რომელშიც შედიან სერგო რატიანი, აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჯაფარიძე...

ისინი, შეიძლება 'ქორების' ჯგუფადაც მოვნათლოთ, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან გიგა ბოკერიასა და ლევან რამიშვილს. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ეს ჯგუფი იყო კატეგორიული წინააღმდეგი, 'ნაციონალურ მოძრაობას' მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

მეორე ჯგუფი არის შედარებით კონსტრუქციული ჯგუფი. საუბარია დათო ბაქრაძის ჯგუფზე. ამ ჯგუფში შედიან მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, აკაკი ბობოხიძე...

და მესამე ჯგუფი არის ე.წ. მედროვეების ჯგუფი, რომელიც, ძირითადად, დაკომპლექტებულია მაჟორიტარი დეპუტატებით, მათი სახელები და გვარებიც არაფერს ეუბნება საზოგადოებას', - ამბობს ბრეგაძე 'პრაიმტაიმთან' ინტერვიუში.

newposts.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები