მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'სანსეტ კვარიათის' მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება (R)

'სანსეტ კვარიათი' სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია კვარიათის სანაპიროზე. პროექტი ინტენსიური სამშენებლო სამუშაოების შედეგად 2011 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტში მხოლოდ გარემონტებული ბინები იყიდება. 
მშენებლობა 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და დღეს უკვე 7 სართულიანი სახლის მეექვსე სართული სრულდება, რაც მშენებლობის საკმაოდ შთამბეჭდავ ტემპზე მიუთითებს. 

'პროექტი დაფინანსებულია ისრაელის საინვესტიციო ჯგუფის - ჯორჯინევსტის მიერ. შესაბამისად 'სანსეტ კვარიათის' მშენებლობა არასოდეს ყოფილა წინასწარ გაყიდვებზე დამოკიდებული პროექტი. მისი დასრულება სულ რაღაც 4 თვეში იგეგმება და ბინების დიდი ნაწილის რეალიზებას სწორედ დასრულებული სახით ვაპირებთ. 

პროექტის პრომოუშენი მშენებლობის გარდამტეხი ფაზის შემდეგ დავიწყეთ. ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ერთ თვიანი სარეკლამო კამპანია 2 კვირაში შევაჩერეთ, ვინაიდან ამ ეტაპზე გასაყიდად გამოტანილ თერთმეტივე ბინას გაუჩნდა მესაკუთრე. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ ჩვენს ვებ-გვერდს www.kvariati.ge და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროექტის შესახებ' - განაცხადა ნინო აბსანძემ, კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა. 

რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ქონების შეძენა აჭარაში ეს უკვე არის ინვესტიცია, რომელსაც შემოსავალიც მოაქვს. საკურორტო ზონაში არსებული უძრავი ქონების მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი მყიდველების მხრიდან რაზეც პროექტ 'სანსეტ კვარიათის' წარმატებაც მოწმობს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები