მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს

საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს. როგორც დღეს 'პირველი რადიოს' რადიოკლუბში საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ხელისუფლება ვერ ახერხებს წინასაარჩევნო დანაპირების შესრულებას და საკონსტიტუციო ცვლილებების თემით ცდილობს ამის გადაფარვას.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარის დაუჭერლობის შემთხვევაში უმცირესობა სახელმწიფოებრივ ღალატში დაადანაშაულოს.
'იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მხრიდან მოხდება ამ საკითხის მხარდაჭერა, მაშინ უმრავლესობა ამას ჩვენს შიშს დაუკავშირებს', - ამბობს ვაშაძე. 
მისივე თქმით, უმცირესობის წარმომადგენლები ერთად დასხდებიან და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
'რა გადაწყვეტილებას მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით, ამას პარლამენტში საკითხის კენჭისყრის დროს თავად ნახავ', - განაცხადა ვაშაძემ. 
ამასთან, დღესვე დაახლოებით ანალოგიური განცხადებები გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერტMა წარმომადგენლემა, აკაკ ბობოხიძე. 
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეიდან დაიწყო.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები