საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ნიკოლა სარკოზი პოლიტიკიდან წავა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია BFM თთV-ის ეთერში განაცხადა . 'რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, წავალ თუ არა პოლიტიკიდან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ყოველთვის გიპასუხებთ - დიახ. რაიმე განსხვავებული საქმით დავკავდები, მაგრამ რით, ჯერ არ ვიცი', - განაცხადა სარკოზიმ. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებით, სარკოზი, შესაძლოა, მთავარ მეტოქესთან, 'სოციალისტური პარტიის' წარმომადგენელ ფრანსუა ოლანდთან დამარცხდეს. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორტურად, 22 აპრილსა და 6 მაისს გაიმართება.
ინტერპრესნიუსი
ე.შ
|