მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სარკოზი და ოლანდი პრეზიდენტობისთვის მეორე ტურში იბრძოლებენ

სოციალისტი ფრანსუა ოლანდი ხმების 28-29% აგროვებს და უსწრებს საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, რომელმაც კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 25-26%-ის ნდობა დაიმსახურა.

ასეთია საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტების მიერ გავრცელებული მონაცემები.

ოლანდის შტაბი პირველადი მონაცემებით კმაყოფილია, სარკოზის შტაბში კი ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. როგორც ფრანგული პრესა წერს, ნიკოლა სარკოზი პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელმაც მეორედ კენჭისყრისას პირველ ტურში ვერ მოიპოვა გამარჯვება.

საარჩევნო მარათონის სიურპრიზად იქცა ნაციონალური ფრონტის მარინ ლე პენის მესამე ადგილი. მან ხმების 18,2% მოიპოვა, როცა 16%-ზე მეტს მისთვის არ წინასწარმეტყველებდნენ.

იმის გამო, რომ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმების მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა, მეორე ტური დაინიშნება და საბოლოოდ, საფრანგეთის პრეზიდენტის ვინაობა 6 მაისს გაირკვევა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები