მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სარქისიანი: თუ ომს თავს მოგვახვევენ, ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ

სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა აზერბაიჯანთან ომისთვის.

ამის შესახებ განცხადება სერჟ სარქისიანმა მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის წლისთავთან დაკავშირებით მიმართვისას გააკეთა.

სარქისიანმა საშინელი ფაქტი უწოდა ილჰამ ალიევის მიერ აზერბაიჯანელი სამხედროს რამილ საფაროვის შეწყალებას, რომელმაც 2004 წელს სომეხი სამხედრო მოსამსახურე მოკლა. როგორც ცნობილია, სომხეთმა ამის გამო დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა უნგრეთთან, სადაც საფაროვი გაასამართლეს. სწორედ უნგრეთმა გადასცა ის აზერბაიჯანს.

ამის შემდეგ ერევანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება გართულდება.

მიმართვაში კი სარქისიანმა დააკონკრეტა, რომ ''სომხეთს არ სურს ომი, თუმცა თუ მას ომს თავს მოახვევენ, ის იომებს და გაიმარჯვებს'.

ასევე ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ სომხეთის პარლამენტი რამილ საფაროვის საკითხთან დაკავშირებით 5 სექტემბერს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები