მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სასტუმრო 'რედისონში' 'ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის' ფორუმი მიმდინარეობს

სასტუმრო 'რედისონში' 'ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის' პირველი ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება. 
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო მედიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. 
ფორუმი საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გახსნა. მან ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, ასევე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. 
ფორუმის ფარგლებში იმუშავებს ოთხი თემატური სესია. პირველი სესია იქნება ვაჭრობისა და ინვესტიციის შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მეორე სესიაზე განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონებში კონფლიქტების მოგვარების საკითხი. მესამე სესიაზე - სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი, ხოლო მეოთხეზე- ფორუმის მონაწილეები განიხილავენ თანამედროვე განათლებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები