მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სასჯელაღსრულების სამინისტრო გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობას ხელოვნურად ამცირებს

სასჯელაღსრულების სამინისტროს გარდაცვლილ პატიმართა სიაში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სამოქალაქო სტაციონარში გადაყვანილი პატიმრები არ შეჰყავს ამის შესახებ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

აქვეა განმარტება, რომ ამიტომაა გარდაცვლილ პატიმართა სასჯელაღსრულების სია სახალხო დამცველის სიასთან შეუსაბამობაში. არადა ანგარიშის მიხედვით, პატიმართა სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანა ხშირად მაშინ ხდება, როდესაც მომაკვდავ მდგომარეობაში იმყოფებიან და იმიტომ გადაჰყავთ საავადმყოფოში, რომ გარდაცვალება მათ არ მიეწეროთ. სახალხო დამცველი ანგარიშში ამას 'სიკვდილის ექსპორტს' უწოდებს.

სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ მიაწოდა გარდაცვლილ პატიმართა სრული სია. მაგალითად, 2010 წლის მეორე ნახევარში გარდაცვლილ პატიმართა სიის მოთხოვნის საპასუხოდ, 2010 წლის 31 იანვარს, სახალხო დამცველის აპარატში შევიდა არასრულყოფილი საპასუხო წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ სულ წლის მეორე ნახევარში 45 პატიმარია გარდაცვლილი. აღნიშნული მონაცემები დიდ ცდომილებაში მოდიოდა მათ მიერ თითოეულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოპოვებულ ინფორმაციასთან.

'საბოლოო ჯამში, ინფორმაციის ჩვენს ხელთ არსებული ყველა წყაროს შეჯერებით, 2010 წლის მეორე ნახევარში, დადგენილ იქნა პატიმართა გარდაცვალების 83 შემთხვევა. ტრადიციისამებრ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, სადაც ვითხოვდით ინფორმაციას გარდაცვლილი პატიმრების შესახებ, სამოქალაქო ტიპის სტაციონარებში გარდაცვლილი პირები სიაში არ შეიყვანეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წინა წლების მსგავსად, ადგილი აქვს გარდაცვლილთა რაოდენობის ხელოვნური შემცირების აშკარა მცდელობას',-ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, სიკვდილობის შესახებ არაზუსტ ინფორმაციას სამინისტრო აწვდიდა არამარტო სახალხო დამცველს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. 'ამის ნათელი მაგალითია ისევ და ისევ ევროპის საბჭოს მიერ 2010 წლის 22 მარტს გამოქვეყნებული ბოლო ყოველწლიური ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში 2007 წელს 98 პატიმარია გარდაცვლილი, მაშინ როდესაც სახალხო დამცველის მიერ ამავე წელს დადგენილია პატიმართა სიკვდილობის 101 შემთხვევა',-აღნიშნულია ანგარიშში.

'ინტერპრესნიუსი''

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები