მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'საუკუნის ძარცვაში' ეჭვმიტანილები დაკავებულნი არიან

თურქეთში 'საუკუნის ძარცვაში' ეჭვმიტანილები დაკავებულნი არიან. დაკავების ოპერაცია საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩაატარა.

ვარცელებული ინფორმაციით ამოღებულია ნაძარცვი ოქროს ნაწილიც.

საქართველოს შსს დამნაშავეების აყვანის დეტალებს სავარაუდოდ უახლოეს საათებში გაავრცელებს.

შგახსენებთ, რომ დაკავებულები სავაჭრო ცენტრის ძარცვაში და შენობიდან დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების ოქროს მოპარვაში არიან ეჭვმიტანილი.

თურქული მედიის ცნობით, სავაჭრო ცენტრში მძარცველებმა 8-მეტრიანი გვირაბის მეშვეობით შეაღწიეს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობელი შენობის საპირფარეშოდან გათხარეს.

გვირაბის მეშვეობით მძარცველებმა ოქროს საცავებში ისე შეაღწიეს, რომ დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია. სიგნალიზაციის ამუშავების დროს ისინი შემთხვევის ადგილიდან უკვე შორს იყვნენ.

თურქული პრესა წერს, რომ სამართალდამცველები გვირაბში ნაპოვნი ქართული წარმოების სიგარეტის ნამწვავების გამო ვარაუდობდნენ, რომ მძარცველები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები